უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შესწავლა დაიწყო.
შეგახსენებთ, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.