მეორე კვარტალში, საქართველოში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა და 122 შეადგინა. წინა კვარტალში დაღუპულთა რაოდენობა 99 იყო.
მეორე კვარტალში აღინიშნა 1451 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა (პირველ კვარტალში იყო 1 121 ), დაშავდა 1955 მოქალაქე (წინა კვარტალში 1 583).
ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 14 ადამიანი იღუპება. ეს რიცხვი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.