ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივნისში საარსებო შემწეობას 661 061 ადამიანი იღებდა, ეს კი 105 404-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 555 657 ადამიანი იყო.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 69 456-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში არიან რეგისტრირებულები კერძოდ, თუ 2021 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 054 567 ადამიანი, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 1 124 023-მდე გაიზარდა. აქ მატება 6,5%-ია.