რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასულ თვეში 8 გველი დაიჭირეს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 13 გამოძახება შევიდა, საიდანაც 8 დადასტურდა, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: 1 გეკონი, 1 წყლის ანკარა, 3 ჩვეულებრივი ანკარა, 2 წითელმუცელა და 1 გველხოკერა.
ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკვა შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.