ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

2022-08-03 14:53:21

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:11საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.