სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

2022-08-02 12:19:37

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გასვენება სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე მოხდება, ისინი საგვარეულო სასაფლაოზე დაიკრძალებიან.

ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ტაძარში დილიდან მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.