როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა CAMEX-ის ავიახაზები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს.
„ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს". - ელჩი დეგნანი