გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარების სახით 100 000 - 100 000 ლარს მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები და მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები, მაშველები. ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებსა და საზოგადოებას. ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს გამოუყოფს სამინისტრო 100 000 ლარს, ასევე გამონაკლისის სახით ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს",- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.