ვაზიანში დაკარგული 12 და 13 წლის გოგოები იპოვეს

2022-07-31 22:21:33

12 და 13 წლის გოგოები, რომლებსაც 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" არასრულწლოვნების დეიდამ განუცხადა.

მისი თქმით, გოგოები ახლა სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი, სად იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები ამ დროის განმავლობაში, ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები