ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ათობით ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ირკვევა დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, მუსიკის ჩართვა-არჩართვა გახდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.