რუსთავში 2 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 4-ის კი იგეგმება

2022-07-31 13:54:37

რუსთავში მე-18 და 22-ე საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ.

სავარაუდოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, რადგან სკოლების რეაბილიტაციისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 2 ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია.

ცნობილია, რომ  22-ე სკოლას 900 677 ლარად  "შპს აი-ქეი-ბი" გაარემონტებს, ხოლო მე-18-ს 1 919 860 ლარად  "შპს კომფორტი XXI". 

გარდა ამ სკოლებისა, ქალაქის მასშტაბით იგეგმება კიდევ ოთხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-2, მე-3, მე-6 და 21-ე საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები