მცეთის მინიციპალიტეტში, სოფელ ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 35 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, კიდევ 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.