მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე სისხლიანი გარჩევის დროს 20 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.