საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს

2022-07-29 11:04:31

საბერძნეთში, ქალაქ ალმირიში ქართველი კაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია "ქართულ მაფიასთან" მის კავშირს იძიებს.

როგორც  მედია იტყობინება, დაკავებულმა პირმა 28 ივლისს შუადღისას ალმირიში სხვის სახლში შეიჭრა, მაგრამ მეზობლებმა ის შენიშნეს. კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მორიგე მაშველმა და ადგილობრივებმა მისი შეჩერება შეძლეს.

მძარცველს მოპარული ნივთები, მათ შორის ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ჩამოართვეს და პოლიცია გამოიძახეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები