ბობოყვათში "აჭარა ტექსტილის" სამკერვალოში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
საწარმოში დასაქმებული 22 ადამიანი მოწამვლის სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი მიმდინარეობისაა.
"აჭარა ტექსტილში" კი "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ საწარმოს გაზი არ მიეწოდება და შესაბამისად, არ იციან, რას შეიძლებოდა გამოეწვია დასაქმებულების ინტოქსიკაცია.
მათი თქმით, ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები და ისინი დაადგენენ მიზეზს.
ფოტო: აჭარანიუსი