"პატრონი აჩხუბებს და ფარეხში ჰყავს გამოკეტილი"

2022-07-27 22:58:24

პიტბულს, რომელმაც რუსთავში მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი დაკბინა, სხვა ძაღლებთან აჩხუბებდნენ.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა თამთა ჭიღლაძემ დაწერა. მისი ცნობით.

მისივე ცნობით, ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, სადაც მასზე დაკვირვება ხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მე-8 მიკრორაიონში არასრულწლოვანმა ბიჭმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა.