ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-07-26 22:11:40

ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფომაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.