ჯარიმა მეტალურგიულ საწარმოს

2022-07-25 17:07:19
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში".

30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა.

19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ შპს „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მას შემდეგ რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურად მიიღებს კანონიერ ძალაში შესულ ზემოაღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები.