გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გონიოში მერის წარმომადგენელმა, გია თევთიძემ განუცხადა, გაჩერებულ ავტომობილს მეორე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია, ერთი კი არასრულწლოვანი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.