ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "კიასა" და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.