ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ბიძამ იპოვა."ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.