გორი კარალეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელ კარალეთში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ერთი მგზავრი, შუა ხნის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავთა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.