თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭმა დედა დაჭრა, მასთან მყოფი 1 პირი კი მოკლა. გარდაცვლილი 54 წლის კაცია.
შემთხვევა ქუჩაში, გვიან ღამით მოხდა. ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.