რუსთავში ისტორიის გამოცდაზე ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა

2022-07-19 18:45:42

დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებმა ისტორია ჩააბარეს.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 371 აბიტურიენტიდან პირველ სესიაზე 343 გამოცხადდა, ერთი კი საგამოცდო ცენტრში დაგვიანებით მივიდა და ის გამოცდაზე აღარ დაუშვეს.

მეორე სესიაზე გამოცდები მასწავლებლებმა ქიმიაში ჩააბარეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები