მთელ რუსთავს წყლის მიწოდება შეეზღუდა

2022-07-18 17:58:27

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

"ხრამის სათავე ნაგებობაზე ძაბვის ვარდნის გამო წყალმომარაგება შეეზღუდა:

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ასევე ჭყონდიდელის დასახლებას. აღდგება 21:00 საათიდან", - ნათქვამია განცხადებაში.