ქუთაისთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, მდინარეში 14 წლის რუსთაველი ბიჭი დაიხრჩო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მოზარდს ფეხი დაუცურდა, მდინარეში ჩავარდა და ძლიერი დინების გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ბავშვი მდინარეზე თანატოლებთან ერთად იყო.
14 წლის ბიჭი რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.