ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში, ერთერთი კოეპუსის მერვე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი თავდაპირველად კონდიციონერს წაეკიდა, შემდეგ კი ფანჯარაზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხერხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.