რუსთავის საფეხბურთო გუნდის "გორდას" წარმატება [photo]

2022-07-17 19:05:32

რუსთავის საფეხბურთო გუნდმა "გორდამ" ბათუმში ედიშერ კაკაბაძის სახელობის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირში, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა და 3 დღე გაგრძელდა.

საფინალო შეხვედრა რუსთავულმა გუნდმა ქობულეთის "შუქურასთან" ჩაატარა და მისი დამარცხება ანგარიშით 2:1 შეძლო. 2014 წელს დაბადებული ბავშვებისგან შემდგარ რუსთავულ საფეხბურთო გუნდს პრიზებად თასი, ოქროს მედლები და სიგელები გადაეცა.

გარდა ამისა, მწვრთნელი გიორგი მიშველიძის მიერ გაწვრთნილი გუნდის წევრებმა სხვადასხვა ტიტულებიც მიიღეს. ტურნირის ფარგლებში საუკეთესო მეკარის ტიტული ალექსანდრე ძნელაშვილმა დაიმსახურა, საუკეთესო მცველის გიორგი სურმავამ, საუკეთესო თავდამსხმელის კი ივანე მიშველიძის.

საფეხბურთო გუნდი "გორდა" ასევეა ტურნირის "მშვიდობის თასის" გამარჯვებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები