თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მოდულის შენობის წინ, მცირეწლოვანი გოგო დაიკარგა.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა, რა დროსაც გამვლელებმა შენიშნეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც და მცირეწლოვანის მშობლებს ეძებს.