რუსთაველმა გოგომ კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩააბარა

2022-07-22 15:42:10

რუსთაველმა გოგომ, 30 წლის ალბინა მამედოვამ ინგლისის უძველეს უნივერსიტეტში კემბრიჯში ჩააბარა და იქ 1 წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მაგისტრატურის საფეხურზე ისწავლის.

მისი სწავლის საფასურს, რომელიც 70 000 ფუნტამდეა, Miriam Rothschild Scholarship, FFI Nick Mills Scholarship და კემბრიჯი გადაიხდის.

"ჯერ კიდევ თებერვალში ვიცოდი და მივიღე მოწვევა, მაგრამ დაფინანსება მაკლდა. დაფინანსების პასუხი ახლახან მივიღე. მორიგი დატვირთული დღე მქონდა ოფისში და, რა თქმა უნდა, დიდი ხანი დამჭირდა გასააზრებლად როცა წავიკითხე მეილი. პირველი ჩემს დას დავურეკე. მერე მეგობარს და ერთად გადავხედეთ იმეილს რამდენჯერმე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მამედოვმა.

ალბინა ახლა ორგანიზაცია "საბუკოს" მიერ წამოწყებულ პროექტს "შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი" ხელმძღვანელობს, რომლის ფარგლებშიც კოლხეთის ეროვნულ პარკში წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები