15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8504 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.45 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8658 ლარი გახდა.
0.36-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3772 ლარი შეადგინა.