2022-07-14 20:38:59
    
		
		
			ძველ რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო  სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილს გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.  ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი ამ დროისთვის  უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.