რუსთავში მოძრავს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-14 19:56:23

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე ძველ ბაზართან ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები