გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

2022-07-14 12:35:49

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს იმ აბიტურიენტების შესახებ, რომლებმაც კორონავირუსის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება.

ცენტრის ინფორმაციით, ასეთი პირებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნა.

"იმ აბიტურიენტებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება,  განისაზღვრა ერთი დამატებითი  საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

16 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა - ერთიანი ეროვნული გამოცდები.

17 ივლისი: მათემატიკა - ერთიანი ეროვნული გამოცდები; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) -  მასწავლებლის საგნის გამოცდა; ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) -  მასწავლებლის საგნის გამოცდა; მათემატიკა (I-VI) - მასწავლებლის საგნის გამოცდა; სამოქალაქო განათლება - მასწავლებლის საგნის გამოცდა
",- ნათქვამია განცხადებაში.