წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მამამ შვილი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.
ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებულია.