რუსთავის მუნიციპალიტეტი 300 ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს

2022-07-13 19:04:06

რუსთავის მუნიციპალიტეტი 300 ცალ ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს.

კონტეინერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა. როგორც ტენდერიდან ირკვევა, მოხდება 250 ცალი მუქი ნაცრისფერი, ლურჯთავსახურიანი 1100 ლიტრიანი და 50 ცალი ლურჯი ფერის 240 ლიტრიანი ნაგვის კონტეინერების შეძენა.

საერთო ჯამში 300 ცალი ნაგვის კონტეინერის შესაძენად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები