ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მცხოვრები ლაგოდეხის ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღის წინ მთაში, სანადიროდ წავიდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, კაცი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.