უფასო სკრინინგ კვლევები რუსთავში

2022-07-13 14:40:44

რუსთავში რამდენიმე დღეა მოსახლეობის 6 დაავადებაზე უფასო სკრინინგი მიმდინარეობს.

მობილური კლინიკები მსურველებს კვლევებს ჩაუტარებს ტუბერკულიოზზე, C ჰეპატიტზე, აივი/შიდსზე, დიაბეტზე, ჰიპერტენზიასა და COVID-ზე.

მედიკოსებმა 11 ივლისიდან 200-მდე პაციენტი უკვე შეამოწმეს.

14 და 15 ივლისს მოხდება მეტალურგიული ქარხნის  თანამშრომლების შემოწმება. რუსთავის მოსახლეობა 16 და 17 ივლისი მე-19 მ/რნში, ,,მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებს კვლევების ჩატარებას. 18 და 19 ივლისს კი მობილური კლინიკა იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოემსახურება მსურველებს, რომლებსაც კვლევების ჩატარებისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დასჭირდებათ.

პროექტი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ტუპერკულოზის პროგრამის და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები