რუსთავში სადარბაზოს დანაგვიანება დასჯადია.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, სადარბაზოს ტერიტორიაზე ან მის გარე პერიმეტრზე სამშენებლო ნარჩნების დაყრა ფიზიკური პირის 200, იურიდიული პირის კი 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისიწინებს.
მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის განცხადებით, სამსახური პირველ ჯერზე დამნაგვიანებელი პირის გაფრთხილებით შემოიფარგლება და ნარჩენების გატანისკენ მოუწოდებს, განმეორების შემთხვევაში კი მას საჯარიმო სანქციას უწერს.