აბიტურიენტებმა რუსთავში ინგლისურის გამოცდა ჩააბარეს

2022-07-12 18:19:48

რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ინგლისურში ჩააბარეს.

როგორც "ინფო რუსთავს"  რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 382 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 365გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 380-დან 365 მივიდა.

მისივე თქმით, გამოცდის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა დაგვიანების ან მოხსნის შემთხვევა და პროცესმა მშვიდ ვითარებასი ჩაიარა.