20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი დაეცა.