პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

2022-07-11 15:24:26

გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეც:

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.