რუსთავში მიწისძვრა იყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რყევები იგრძნეს.
არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლი იყო.
"დღეს, თბილისის დროით 09:10 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.