დღეს, თბილისის დროით 07:36 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან 4.8(ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები მიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სოფელ სამებასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიწისძვრები გახშირდა, 2022 წლის 13 თებერვალს ამავე სოფელში 6.2 მაგნიტუდის სიდიდის ბიძგები დაფიქსირდა.