გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება : 11 ივლისი + 35 °C, 12 ივლისი + 37 °C, 13 ივლისი + 36 °C, 14 ივლისი + 36 °C.