"ოქსიგენ ფესტი" დასრულდა

2022-07-10 13:19:24

2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენი", რომელსაც  რუსთავის ცენტრალურმა პარკმა უმასპინძა, დასრულდა. რუსთაველი და არა მხოლოდ რუსთაველი მსმენელის წინაშე, საკუთარი რეპერტური, ყველასათვის ნაცნობმა და საყვარელმა შემსრულებებმა წარადგინეს.

"33ა", "გაგა ფრანი",  და REGGAEON-ი - ფესტივალის მონაწილეებმა მსმენელთან ერთად ძველი და ახალი ჰიტები შეასრულეს.

ფესტივალის დასასრულს, "ოქსიგენის" სცენა "სუხიშვილებმა" დაიკავეს და მაყურებელს დაუვიწყარი ერთი საათი აჩუქეს.

მუსიკა არ იყო ის ერთადერთი, რისი საშუალებითაც ფესტივალის სტუმრებს განტვირთვის საშუალება მიეცათ, გემოვნებიან საფესტივალო ნომრებთან ერთად, სტუმრებს "ოქსიგენის" სივრცეში კვებისა და სასიამოვნდ დასვენებისთვის განკუთვნილი სპეციალურად მოწყობილი ადგილები დახვდათ.

ორგანიზატორების განცხადებით "ოქსიგენ ფესტი" რუსთაველებსა და არამხოლოდ რუსთაველებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.