უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

2022-07-10 13:02:40

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გარდაცვლილია კახა გოგოლი. ის ლუგანსკის ოლქში იბრძოდა და 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.

ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფრონტის ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.