უბედური შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკიში 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. 18 წლის ბიჭი კი განათების ბოძზე ავიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.