"ხალხის პარტიამ" აქცია გამართა

2017-09-27 18:06:49

"ხალხის პარტიამ“ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი კორპუსების ახლოს ნაგავსაყრელების მოწყობას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით - "ეს იწვევს გარემოს, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების ეზოების დაბინძურებას, რაც მოსახლეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო მასალების ნარჩენების განთავსებისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოიყო. თვიტმმართველობის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება. იმის გამო რომ დონეები გასწორდეს აღნიშნულ ადგილზე კომპანიებს ნება დართეს რომ სამშენებლო მასალების ნარჩენები დაყარონ.