ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისთვის

2017-07-14 18:25:36

რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სამშენებლო ნარჩენებისთვის შესაბამისი ტერიტორია გამოიყო.

მოქალაქეებს სამშენებლო მასალების ნარჩენების განთავსება დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია მხოლოდ სამშენებლო ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების განთავსება აკრძალულია.

სამომავლოდ შესაბამისი ტექნიკით ადგილის მოსწორება და სკვერისა და სათამაშო მოედნის მოწყობა იგეგმება.